23 ივნისს კომაროვის სკოლაში ღია კარის დღე გაიმართა!

23 ივნისს კომაროვის სკოლაში ღია კარის დღე გაიმართა!

სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლის ინფრასტრუქტურა, შეხვდნენ სკოლის დირექციას, მიიღეს ინფორმაცია ჩაბარების წესსა და სკოლის აქტივობებზე.

მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ საჩვენებელ ექსპერიმენტებში.

ღია კარის დღის ორგანიზებისთვის მადლობას ვუხდით სკოლის კურსდამთავრებულს, ზაზა ელიზბარიშვილსა და მოსწავლეთა საორგანიზაციო გუნდს.

კომაროვის სკოლა მადლობას უხდის მშობლებსა და მოსწავლეებს გამოჩენილი ინტერესისთვის და წარმატებას უსურვებს მათ!


ზემოთ